19.09.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს - რა მიზნით შემოვიდა ქვეყანაში ჩინეთის ათასობით მოქალაქე [ვიდეო]

საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. ე.წ ფიშინგი, ბიტკოინების ქარხნები,  არალეგალური კაზინოები თუ კიბერ ლაბორატორიები?!  რა მიზნით შემოვიდა ქვეყანაში ჩინეთის ათასობით მოქალაქე ამ დრომდე გაურკვეველია. კითხვა, რომელიც ბათუმის მოქალაქეებს თვეებია აწუხებს კვლავ პასუხგაუცემელია.

ტურისტულ ქალაქში  დიდი სასტუმროების ყველა ნომერი თებერვლის ბოლომდე დაჯავშნილია და ათეულობით მდიდრული სასტუმრო ბოლო რამდენიმე თვეა ქართველებისა და უცხოელი  დამსვენებლებისთვისაც დაკეტილია. რა მიზნით შემოვიდა საქართველოში ჩინეთის ათასობით მოქალაქე და რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება შესაძლო უკანონობაზე?

დღის გადაცემები