19.09.2024 | 09:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,   ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო, რის გამოც მათი წესდების თანახმად, ხმის მიცემა განმეორებით უნდა ჩატარდეს.საია-ს ინფორმაციით, კანდიდატები  ვახუშტი მენაბდე, მიხეილ ჯახუა, ნათია კაპანაძე და გვანცა საკანელაშვილი იყვნენ. ცნობისთვის, საია-ს თავმჯდომარეს ყოველწლიურად ორგანიზაციის გამგეობა ირჩევს. ამჟამად ამ პოსტს სულხან სალაძე იკავებს.

დღის გადაცემები