13.12.2024 | 08:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა [ვიდეო]

დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციისგან. "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის  და  სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით", - წერია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 4 აპრილს შეაჯამა და  5 აპრილს გამოქვეყნდა პრესაში.

დღის გადაცემები