13.12.2024 | 09:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარჩელი უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ეხება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილნი არიან დამნაშავეებად. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრიც. მთავრობის მეთაურის თქით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სწორედ იმ გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს შეეხება, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში. ღარიბაშვილმა აღნიშნა,  რომ  ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის დამნაშავედ სცნო.

დღის გადაცემები