18.04.2024 | 16:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ომში ჩათრევის მორიგი მცდელობა

დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"როცა ომი დაიწყო, მქონდა კამათი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც მივიჩნევ, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა", - აცხადებს დანილოვი.

დღის გადაცემები