05.05.2024 | 01:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ჩააგდო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძია

საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ჩააგდო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძია.
ოპოზიციონერი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
„საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – ასე ახსნა კვორუმის არარსებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილი, მაშინ როდესაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.
„ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ: ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა“, - აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, მოსამართლეების მხარდაჭერა არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.

დღის გადაცემები