22.09.2024 | 11:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"საქართველოს რკინიგზა" - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები გამოიწვიოს

"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები გამოიწვიოს.

მათივე ცნობით, "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.

"დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები