20.05.2024 | 08:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოჩა ჩოგოვაძე გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოჩა ჩოგოვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრაფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ის მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო.

"გარდაიცვალა აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, ყოფილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახს! უფალმა დაუმკვიდროს, სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!", - ნათქვამია უნივერისტეტის განცხადებაში.

 

დღის გადაცემები