19.04.2024 | 11:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირეულება 656 295 ლარს შეადგენს. საქმეზე გამოძიება გრძელდება, პარალელურად მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის გადაცემები