19.09.2024 | 19:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში [ვიდეო]

საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში.  სენატორებმა იმ პოლიტიკურ კრიზისზე გაამახვილეს ყურადღება რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამ ნაწილში მათ პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას დააკისრეს. სენატორთა შეფასებები იმდენად მწვავეა, რომ ისინი საქართველოსთვის ფინასური დახმარების შეჩერებაზეც ალაპარაკდნენ.

 

,,ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს“, - განაცხადა სენატორმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

დღის გადაცემები