19.09.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოსა და უკრაინის გენერლების შეხვედრა [ვიდეო]

რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები - ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკ რუსლან ხომჩაკთან საუბრისას საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის მრავალწლიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სამხედრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერლებმა ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლების მიმართულებასა და წეროვანში, „მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში“, უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო კურსებზე.

დღის გადაცემები