24.04.2024 | 23:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში 10 404 მოზარდი სასკოლო განათლებას  ვერ იღებს [ვიდეო]

6-დან 16 წლამდე  10 404 მოზარდი ჩვენს ქვეყანაში სასკოლო განათლებას  ვერ იღებს.  პრობლეას ისიც ართულებს რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს გეგმა  რომელიც მოზარდებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დააბრუნებს. განათლების სამინისტრო ვერც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგს ახორციელებდა. ის რომ სკოლის ასაკის მოზარდებში სერიოზული გამოწვევაა ამას  განათლების სამინისტროც აღიარებს. 

 

ის რომ საქართველოში განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ ბავშვებს , ამაზე ბავშვთა უფლებადამცველებია ხშირად საუბრობენ. ვითარება პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. მას შემდეგ  რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, განათლების სამინისტრომ ვერ შეძლო თითოეული ბავშვის საჭიროება სათანადოდ შეეფასებინა, რათა მოზარდები სრულფასოვნად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის  ამომწურავი და განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა გაცილებით მაღალია.

დღის გადაცემები