13.11.2024 | 11:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში ამინდი გაუარესდა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მოსახლეობას საავტომობილო გზების ნაწილზე ქარბუქისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებენ. 

"6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა," – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები