დღის სიახლეები

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას პეტერ ფიშერი დაიკავებს
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. შესაბამისი განცხადება ფიშერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს", - წერს ფიშერი.
2018 წლის ივლისიდან ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.
ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს.