22.09.2024 | 12:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები