19.04.2024 | 11:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სემეკს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.


მემორანდუმის მიზანია სემეკში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება, სტუდენტების, სპეციალისტების, დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკული სფეროს პოპულარიზაცია.
მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსების, სემინარებისა და კვლევების, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

დღის გადაცემები