19.09.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სენატორი ჯიმ რიში 2 ოქტომბრის არჩევნებს იმედის გამაცრუებელს უწოდებს [ვიდეო]

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. სენატორი არჩევნებს იმედის გამაცრუებელს უწოდებს. როგორც ჯიმ რიში აცხადებს, საარჩევნო პროცესი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან დრამატულად განსხვავდებოდა. როგორ აფასებენ ამერიკელი კანონმდებლის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები და მისაღებია თუ არა მისი კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნებისთვის.

„შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია,“- წერს სენატორი ჯიმ რიში.

დღის გადაცემები