13.12.2024 | 08:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სვენ მიქსერი - საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მოსახლეობის პოზიცია სავსებით ლეგიტიმური სურვილია [ვიდეო]

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს პოზიციას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ეს სავსებით ლეგიტიმური სურვილია. პოლიტიკოსებმა კი ფეხი უნდა აუწყონ მოსახლეობის მოთხოვნებს, შეამცირონ არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და ანტაგონიზმი. ევროკავშირი გადასცემდა დახმარებას საქართველოს, როცა მას ეს სჭირდებოდა, ეხმარებოდა ფასილიტაციის პროცესში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტიც.

ასოცირების შეთანხმების შესრულება არა პოლიტიკურ განსხვავებაზეა დამოკიდებული, არამედ საზოგადოებაზეა ფოკუსირებული, იქნება ეს სოციალური კეთილდღეობის მიმართულება, დასაქმება თუ სხვა. არსებობს საკითხები, რომელზეც სამუშაო ბევრია. ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უნდა შესრულდეს. ევროკავშირი ამ მიმართულებების გაგრძელებას მხარს უჭერს. გამოწვევები მრავალწახნაგოვანია, არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პირობა და სტანდარტი ინტეგრაციისთვის. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანონის უზენაესობასთან არის დაკავშირებული, ინსტიტუციების გაძლიერებასთან. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ქართველებს მიაჩნიათ, რომ დათმობა სისუსტეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა გადავლახოთ. აუცილებელია რაღაც საერთო ვიპოვოთ. დათმობაზე წასვლა სიმწიფეს გულისხმობს, ამიტომ საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

დღის გადაცემები