06.05.2024 | 17:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეირაღებული დაპირისპირება გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეირაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით,  ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრები გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატმა  ხაზი ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეების სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა.

დღის გადაცემები