22.09.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სოხუმი - საქართველო მეორე ფრონტს არ ხსნის, მაგრამ აქტიურად ხდება მისი შეიარაღება

"საქართველოსთან ესკალაციის საფრთხე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე არ არსებობს, მაგრამ სოხუმი სიტუაციას აკვირდება". ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი АМРА-life ავრცელებს. 

"ჩვენ სიფხიზლეს არასოდეს ვადუნებთ. მით უმეტეს დღეს. სხვადასხვა ქვეყნიდან ემისრები საქართველოში ჩადიოდნენ და იქ "მეორე ფრონტის" გახსნის ინსპირირებას ცდილობდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს აქამდე არ მომხდარა", - განაცხადა ანქვაბმა.

მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნა არ იგეგმება, მაგრამ საქართველოს შეიარაღება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად  და საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობისთვის 20 მლნ ევრო გამოუყო.

დღის გადაცემები