26.04.2024 | 14:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

დღის გადაცემები