13.12.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სპეცრაზმი რიონის ხეობაში და მათ წინ დაჩოქილი ხეობის მცველები [ვიდეო]

სპეცრაზმი რიონის ხეობაში და მათ წინ დაჩოქილი ხეობის მცველები. ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალმცავებს შორის დღეს ფიზიკურ დაპირისპირებას, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ხეობაში შესვლას, სახელმწიფო კი, თურქული კომპანიის ინტერესების დაცვას ცდილობდა. მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს. თითქმის ორასდღიანი პროტესტი კიდევ უფრო მეტი შემართებით გრძელდება.

 

სოფელ გუმათთან განვითარებულ მოლენებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით უახლოეს დღეებში  გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო სექტორი, მეცნიერები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები მიიღებენ.

 

იმ დროს როდესაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში  აქციას მართავენ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყება ჰესის მშენებელი კომანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან დამატებით 23  176 კვ/მ ფართობის მისიწ ნაკვეთი გადასცა. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ამ ნაკვეთების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 5 აპრილს მიმართა.

 

169-ე დღე რიონის ხეობის მცველები ღამეს კარვებში  ათევებენ. მათ სოლიდარობას სხვადასხვა კუთხიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები უცხადებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ბრძოლას იქამდე აპირებს, ვიდრე საკუთარ მოთხოვნებზე მთავრობის მხრიდან ამომწურავ პასუხს არ მიიღებს.

დღის გადაცემები