05.05.2024 | 16:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო: "არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს"

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა.

"თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის. გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესაბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

დღის გადაცემები