26.04.2024 | 05:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დღეს გამოემგზავრება

პარტნიორებთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ქართულმა სახელმწიფომ თანამემამულეები სუდანიდან უვნებლად გაიყვანა. საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის ეგვიპტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც ავიაკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, ქართველთა ნაწილის საქართველოში გამოფრენა დღეს საღამოს იგეგმება, ნაწილი კი, სამშობლოში ხვალ, 27 აპრილს გამოფრინდება.

"განხორციელდა ჩვენი თანამშრომლებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან. ახლა ისინი იმყოფებიან ეგვიპტეში. მათ საზღვართან დახვდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩი, რომელმაც უზრუნველყო მათი სასტუმროებში განთავსება. ვფიქრობ, რომ დღეს საღამოს გამოფრინდებიან ეგვიპტიდან საქართველოში", - განაცხადა ავიაკომპანია "ჯეო სქაის" ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ "ქრონიკასთან" სატელეფონო ჩართვაში.

დღის გადაცემები