22.09.2024 | 00:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს საწარმოო პროცესი 181 კაფე-ბარს და რესტორანს შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საწარმოო პროცესი 181 საზოგადოებრივ კვების ობიექტს (კაფე-ბარები, რესტორნები) შეუჩერა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სეს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ძირითადად ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია და კონდენსატის დაგროვება.

"2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (კაფე-ბარები, რესტორნები) 3428 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გამოვლინდა 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის, საწარმოო პროცესის შეჩერების 181 შემთხვევა. დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღევევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია, კონდენსატის დაგროვება"-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციაში.

დღის გადაცემები