13.12.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადება უდევს. უმრავლესობის წევრი ირწმუნება, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ეს განაპირობებს მათ უარს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრონ.

გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

ცნობილია, რომ ქართულმა სპეც-სამსახურებმა საქმის კურსში ჩააყენეს უკრაინის სპეცსამსახურები.

დღის გადაცემები