25.04.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი მოინახულა და ყვავილებით შეამკო.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი და ასევე, მიმდებარე სკვერიც შოთა რუსთაველის სახელობისაა. უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.

დღის გადაცემები