19.04.2024 | 21:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის ფონზე, სენატორი ჯოშ ჰოული გენერალური პროკურორის გადადგომასა და FBI-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის ფონზე, "რესპუბლიკელი" სენატორი ჯოშ ჰოული გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის გადადგომასა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

"ჯო ბაიდენის FBI-ის რეიდი ყოფილი პრეზიდენტის სახლში, რომელიც ასევე არის ბაიდენის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, უპრეცედენტო თავდასხმაა დემოკრატიულ ნორმებსა და კანონის უზენაესობაზე. ბაიდენმა ჩვენი რესპუბლიკა საშიშ მდგომარეობაში გადაიყვანა. სულ მცირე, გარლანდი უნდა გადადგეს ან მისი იმპიჩმენტი უნდა მოხდეს. ჩხრეკის ორდერი უნდა გამოქვეყნდეს. კრისტოფერ რეი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ და FBI-ის ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა სენატორმა

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს "ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო

დღის გადაცემები