19.04.2024 | 14:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს კანდიდატი, ლევან თევზაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაუპირისპირდნენ. ლევან თევზაძის თქმით, აქვს საფუძველი ჯანეზაშვილის აცილება მოითხოვოს, რადგან ის მიუკერძოებლობის სტანდარტს არღვევს, თუმცა აცილებას არ გეგმავს. ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ეს ფაქტი ჯანეზაშვილის აზრით, იმის მიზეზია, რომ თევზაძესთან კრიტიკული კითხვები არავის აქვს. ჯანეზაშვილი  განცხადებით, ხსენებული კანდიდატი წლებია მოსამართლეა  და მისი წარმატება კლანთან პირდაპირ კავშირშია. გასაუბრება მოსამართლეთა კანდიდატებთან უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. საბჭომ 50 მსურველიდან 9 უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

დღის გადაცემები