19.09.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინა არჩევანს ომის დასრულების დიპლომატიურ გზაზე აკეთებს [ვიდეო]

უკრაინა არჩევანს ომის დასრულების დიპლომატიურ გზაზე აკეთებს. პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ უნდობლობას უცხადებს მსოფლიოს და  არასაკმარისი თანადგომისთვის, აკრიტიკებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კრიტიკა ოფიციალური მოსკივიდან კიევის მისამართითაც გაისმა. კრემლში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების პროცესში უკრაინის პოზიციები არათანმიმდევრულია. არათანმიმდევრულია ევროპაც. გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გერმანიის ხელისუფლება რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ აწესებს, ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ დასავლეთის მცდელობა, შეერყია რუსეთის ეკონომიკა და პანიკა დაეთესა ბაზარზე არ გამოვიდა. რას ითხოვს უკრაინა, რა პასუხი აქვთ რუსეთში და რა შეფასებები კეთდება დასავლეთში.

დღის გადაცემები