19.09.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინაში ომი დაიწყო [ვიდეო]

უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთის ავიაციამ ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქის აეროპორტი და სტრატეგიული ობიექტი დაბომბა, მათ შორის საზღვაო პორტებიც.  რუსული სახმელეთი საჯარისო ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინის ოლქებში შევიდნენ.  ოფიციალურმა კიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.  ვოლოდიმირ ზელენსი  მოქალაქეებს სიმშვიდისა და საჭიროების შემთხვევაში თავდაცვისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოების დასამშვიდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბენზინგასამართ სადგურებსა და სუპერმარკეტებში ქაოტური რიგებია, კიევის მახლობლად საცობები შეინიშნება. საბრძოლო მოქმედებებს ორივე მხრიდან უკვე მოჰყვა მსხვერპლი. ვითარება უკრაინაში კრიტიკულია.

დღის გადაცემები