13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს [ვიდეო]

საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.როგორც საელჩოში აცხადებენ, უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში, დონეცკში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

„უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი.  ადგილზე მცხოვრებ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე.  ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღის გადაცემები