21.09.2024 | 16:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფილიპინებში ტროპიკულ შტორმს 80 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში, რომელსაც ტროპიკული შტორმი „ნალგა“ დაატყდა თავს, წყალდიდობასა და წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს მინიმუმ 80 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 48 მოქალაქე კი - დაშავებულია.

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. წინასწარი შეფასებით, ზარალი 384 მილიონ პესოს (6.62 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

ამინდის ბიუროს პროგნოზით, "ნალგა" ფილიპინებს ორშაბათს მოგვიანებით დატოვებს.

დღის გადაცემები