19.04.2024 | 06:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფოთში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,კორპუსში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მათივე თქმით, ყოველი წვიმის დროს შენობაში ისევე წვიმს როგორც გარეთ და კორპუსი გადახურვას საჭიროებს. მათივე განცხადებით, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

დღეს მათ "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვდნენ. შენგელია ფოთის მერიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ამ ადამიანების პრობლემებით.

"ეს ადამიანები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, კედლები ენგრევათ, სახლში აწვიმთ. ფოთის მუნიციპალიტეტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს კორპუსი გადაიხუროს. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებას და ფოთის მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, აქ მცხოვრებლებს და დევნილებს სასწრაფოდ აღმოუჩინონ დახმარება, რადგან აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია",- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რეზო შენგელიამ.

დღის გადაცემები