20.05.2024 | 09:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს და სატვირთო ავტომობილების გადაადგილება გააპროტესტეს

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
შეკრებილებმა სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ტერმინალებია განთავსებული, რის გამოც ტრაილერები, ასევე სხვა სახის ავტოტრანსპორტი დღე-ღამის გამავლობაში მოძრაობს და მუდმივად ხმაურია.
მათივე თქმით, ქუჩაზე გადაადგილება საფრთხის შემცვლელია.

აქციის მონაწილეები, აღნიშნული გზის განტვირთვას, საგზაო ნიშნებისა და ვიდეო კამერების განთავსებას ითხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში არნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

დღის გადაცემები