25.04.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარემ ჩახერგა სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები