19.09.2024 | 19:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
„ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიაც აკრიტიკებს [ვიდეო]

"ქართული ოცნების" ერთპარტიული ინტერესები და ოპოზოციური პარტიების დისკრედიტაციის მცდელობა  საერთაშორისო დონეზე დადასტურდა.  ვენეციის კომისია პარტიების დაფინანსებაზე გაგზავნილ დოკუმენტს მმართველ ძალას შენიშვნებით უკან უბრუნებს. საუბარია იმ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით   ის ოპოზიციური პარტიები რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ. ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასჯის მსცდელობა ვენეციის კომისიამ არ მოიწონა და შედეგად საკმაოდ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა.

 

ვენეციის კომისიიის დასკვა განხილვის თემა იყო საკანონმდებლო ორგანოში. როგორც აღმოჩნდა დეპუტატებმა დასკვა სხვადასხვანაირად გაიგეს. მაგალითად ანრი ოხანაშვილმა კრიტიკა ვერ დაინახა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ პარტიებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" კანონპროექტი მოუწონა. შალვა პაპუაშვილმა კი კრიტიკის მიუხედავად დოკუმენტზე მუშაობა დააანონსა.  

 

"ქართული ოცენების" არაკოსტიტურ ნაბიჯებზე პოზიციებს  პატრიოტთა ალიანში ვენეციის კომისიის დასკვნამდეც ღიად აფიქსირებდნენ.  პარტიაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი პარტიების დაკნინებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ სასჯელის ზომად გამოაცხადა. ნანა დევდარიანი თვლის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დროულია რადგან "ქართული  ოცნება"  პოლიტიკურ ანგარიშწორებას სხვადასხვა მეთოდებით აგრძელებს.

დღის გადაცემები