13.12.2024 | 08:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ ალიანსი საქართველოს არ დაიცავს [ვიდეო]

ომმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 35-ე დღეა მიმდინარეობს, ქვეყნის ხელისუფლება საგარეო სტრატეგიაზე დააფიქრა. რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატის ფარგლებში ნეიტრალური და უბლოკო სტატუსი უკვე ღიად და მკაფიოდ განიხილება. თუ შეთანხმება შედგება, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო ნეიტრალური გახდება, არ იქნება არცერთი სამხედრო ბლოკის, მათ შორის არც ნატოს წევრი და ამის გარანტორი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედწევრ ქვეყნებთან ერთად, სხვა სახელმწიფოებიც იქნებიან. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ამგვარად განვითარების შემდგომ, რიტორიკა შეიცვალა ოფიციალურ თბილისში. თუკი ქართული ოცნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ქვეყნის უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტად მიიჩნევდა, დღეს გვეუბნებიან, რომ ნატოს მხრიდან უკრაინის მისამართით მიღებული გადაწყვეტილება,  მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.  ირაკლი კობახიძემ კატეგორიული ტონი შეცვალა. თქვა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსი არც არაწევრ საქართველოს დაიცავს.

დღის გადაცემები