13.12.2024 | 08:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს სამ კომიტეტზე უსმენდნენ. განსაკუთრებული ინტერესი წამყვან იურიდიულ კომიტეტზე იყო, სადაც ოპოზიციისა და მართველი გუნდის  წევრებთან  ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საარჩევნო რეფორმის პროექტსზე აზრთასხვადასხვაობა ცესკოს თავმჯდომარის საკითხს შეეხებოდა. ოპოზიცია ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თვითმართველობის არჩევნებამდე შეიცვალოს.  შენიშნები სხვადასხვა მიმართულებით იყო, მათ შორის შეკითხვები  იმ ტექნოლიგიების დანერგვას შეეხებოდა, რომლითაც თვითმართველობის არჩევნების ჩატარება იგეგმება. ოპოზიცია ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს საჯარო მოხელეებისთვის აგიტაციის აკრძალვა. 

 

საარჩევნო რეფორმის პროექტის მე-19-ე მუხლში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდამავალ დებულებას შეეხება ნათქვამია, რომ პაარტიის სიით გასულმა პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას და აღნიშნული კანონის ამოქმედებისას  არსებული მდგომარეობით დატოვა პარტია, და ყველა ერთად გაწევრიანდა სხვა პარტიაში ცესკოს ერთი წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის. "პატრიოტთა ალიანსში" კომისიის დაკომპექტების საკითხს განმარტავენ და "ქართული ოცნების" ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებენ.

გარდამავალ დებულებაში გაჩენილ ჩანაწერს უსამართლოს უწოდებს ვახტანგ ხმალაძე. კონსტიტუციონალისტი იმ უსამართლო მეთოდებზე საუბრობს, რასაც მართველი გუნდი იყენებს.

დღის გადაცემები