19.04.2024 | 09:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - "გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და "ნაცმოძრაობის" ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს - ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა"

გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს - ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ნაცვლად იმისა, რომ მათ განცხადებაზე  საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან.

"ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან", - აღნიშნულია "ხალხის ძალის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ჩანს, რომ საქართველო უკრაინასთან ისეთი სოლიდარული არ არის, როგორიც მოსალოდნელი იყო. ეს კი ნაწილობრივ ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას უკავშირდება. ილვესის თქმით, "ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების შეძენა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა არის შესაძლებელი".

ამასთან, მან უპასუხა კითხვას ნარატივზე, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას, იმისთვის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას და აღნიშნა, რომ ამის არ სჯერა. ამასთან, აღნიშნა, რომ თუ გაირკვა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებზე თავის არიდებაში ეხმარება, ამას დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება.

დღის გადაცემები