19.09.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც რუსეთის მიმართ "არამეგობრულ ქმედებებს" ახორციელებენ, საქართველო არ არის

რუსეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ.

აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით არამეგობრულ ქვეყანათა სიაში მოხვდნენ:

ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეა, სან-მარინო, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.

დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაცია, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები იმ ქვეყნების კრედიტორების მიმართ, რომლებიც არამეგობრულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდნენ, მათ გასტუმრებას რუბლში შეძლებენ.

დღის გადაცემები