21.09.2024 | 15:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air რეისებს თბილისიდან შეასრულებს

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში, 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air რეისებს თბილისიდან შეასრულებს. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. რაც შეეხება სხვა გეგმებს Wizz Air-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, თუ ეს იქნება საინტერესო როგორც ჩვენი მგზავრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის და ასევე თავად Wizz Air-ისთვის, რატომაც არა, განხილვადია. ოღონდ, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ 2 კვირაზე". - განაცხადა ზაქარაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს. გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დღის გადაცემები