21.09.2024 | 16:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან მოსახლეობამ აქცია გამართა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, ქარხანა სპეციალური ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს აბინძურებს.

მათი თქმით, ღამით გამოყოფილი გამონაბოლქვის გამო, მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ.

მოსახლეობა ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟს მოითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

დღის გადაცემები