13.12.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია

შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ, ისევ უცნობია,   მიაღწევენ თუ არა კონკრეტულ შეთანხმებას, მმართველი პარტიისა და  ოპოზიციის   წარმომადგენლები.  ორბელიანების სასახლეში    დახურული აუდიენციის შემდეგ ირკვევა, რომ   მოლაპარაკებათა მაგიდასთან "პატრიოტთა ალიანსის"  მთავარი მოთხოვნა, ქვეყანაში  ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ირმა ინაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური პარტია პოზიცებს არ ცვლის. რაც შეეხება პლებისციტის ჩატარების საკითხს, ისინი ამ შეთავაზებას არ ემხრობიან, რადგან ინაშვილის  თქმით, ქვეყანაში პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც  2020 წლის არჩევნები.

სხვა ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენლების  მოთხოვნების  ჩამონათვალში კვლავ რჩება   დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლების საკითხი და  ვადამდელი არჩევნები.   თუმცა მხარეები  კონკრეტულად არ საუბრობენ  რა წერია  იმ ექვსპუნქტიან   დოკუმენტში,  რომელიც  გუშინ ოპოზიციას, მმართველ პარტიასა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრაზე  დაიწერა.  რაც შეეხება ვადებს, მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები დააახლოვონ.

დღის გადაცემები