21.09.2024 | 20:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოიყვანენ

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სამკურნალოდ სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩამოიყვანენ.

როგორც  დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განაცხადა, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია",- აღნიშნავს ქრისტინე მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დღის გადაცემები