13.12.2024 | 08:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შეშფოთების ექო დასავლეთიდან [ვიდეო]

დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სიის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც შეზღუდვები რუს მაღალჩინოსნებს, ასევე რუსეთში მოქმედ ბანკებსა და კომპანიებს დაუწესა. გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ირონიულად ნათქვამია, რომ ვაშინგტონის მიერ ამოქმედებული სანქციები უკვე რიგით 101-ეა. გარდა ამისა, რუსეთი ევროპისთვის 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასის გაორმაგებას აპირებს. როგორ ეხმაურებიან დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ქართველი ანალიტიკოსები.

დღის გადაცემები