19.04.2024 | 06:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დააკავა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს "ქურდული სამყაროს" წევრებს - გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - "ქურდული სამყაროს" წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, "ქურდული გარჩევის" შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს" წევრობის და „"ურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები