24.04.2024 | 10:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინსიტროს წლიური ანგარიშანგარიში

ვახტანგ გომელაურმა დღეს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს წლიური ანგარიშანგარიში წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის შეფასებით, მიმდინარე წელი იყო წარმატებული, თუმცა, გამოწვევებით სავსე და პადემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყების ყველა რგოლი იყო ჩართული. გომელაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიმინალის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 10 %-ით შემცირდა, თუმცა კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები გაზრდილია. უწყების დრობითი ხელმძღვანელის შეფასებით, გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით შეფასებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ხელმძღვანელი შემცირებულ კრიმინალზე საუბრობს, თუმცა ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებენ. 2020 წელს საზოგადოებამ რამდენიმე გახმაურებული დანაშაულის შესახებ შეიტყო. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მხოლოდ დეკემბერში მძიმე თუ ნაკლებად მძიმე არაერთი ფაქტი აღრიცხა.

დღის გადაცემები