23.09.2024 | 07:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩინეთის საგარეო მინისტრი - ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიული განვითარების სწორ მიმართულებას წარმოადგენს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან შეიძლება "კიდევ უფრო ძვირფასი იყოს გავრცელებული ცალმხრივობისა და ჰეგემონიზმის პირობებში".

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები "ისტორიული განვითარების სწორ მიმართულებას" წარმოადგენს.

"ჩინეთი და რუსეთი გააგრძელებენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთნდობის დაცვას, რადგან სი ძინპინის გადაწყვეტილება, აერჩია რუსეთი პირველ ქვეყნად, სადაც პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყების შემდეგ პირველ საგარეო ვიზიტს განახორციელებდა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულმოდგინე განხილვის შემდეგ იქნა მიღებული", - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

"გარკვეული ქვეყნები მიზანმიმართულად აფერხებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის და თხზავენ ყველა სახის ჭორს და სიცრუეს ჩინეთზე თავდასხმისა და დისკრედიტაციის მიზნით", - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჩინეთი არ არის კრიზისის არც შემქმნელი და არც მასში ჩართული მხარე, არამედ ის არის დამცველი, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას და ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

დღის გადაცემები