13.12.2024 | 08:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩიხში შესული "ქართული ოცნება" - მელია გირაოს გადახდას არ აპირებს [ვიდეო]

რას შეცვლის შექმნილ ვითარებაში ნიკა მელიასადმი პროკურატურის შეთავაზება? როგორც ჩანს ბევრს არაფერს, რადგან ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების მიუხედავად, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, პოლიტიკური პროცესები  კი ქუჩაში გადავიდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარება ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს და პარტიის თავმჯდომარის გისოსებს მიღმა მოხვედრისთვის ყველა ღონე იხმარეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები საქმისთის მათი მხრიდან პოლიტიკური ელფერის მიცემას უარყოფენ და ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების დრო 9 წლიან წარსულს ჩაბარდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საგამოძიებო უწყების განცხადებას ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ  მოუხდენია. ნიკა მელია გიორაოს გადახდას არც ამჯერად აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  რუსთავის მე 12 სასელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა გვარამიამ მოინახულა, რომელიც სასამართლოზე ბრალდებულის ინტერესებს დაიცავს.

 

პროკურატურის პოზიციას არაორდინალურს უწოდებს გელა ნიკოლაიშვილი. მისი შეფასებით, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ქმედებები არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. უფლებადამცველი განმარტავს, რომ დაკისრებული აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელი ვადის ამოწურვისთანავე უმკაცრდება. ნიკა მელიას კი გიოს გადახდა რამდენჯერმე გადაუვადეს. ნიკოლაიშვილის შეფასებით, პროკურატურას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენების საფუძველი არ აქვს.

 

შერჩევით სამართალზე საუბრობს კახა წიქარიშვილიც. არასამთვრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" წევრის შეფასებით გახმაურებულ საქმეებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს. მისივე თქმით, სასამართლო მელიას საქმეზე განაჩენს დროში განგებ აჭიანურებს და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური პროცესების შესაბამისად იღებს.  წიქარიშვილი ამბობს, რომ ბოლო დროინდელი პროცესები საგამოძიებო სისტემაში პოლიტიკურ გავლენებზე პირდაპირ მიანიშნებს. 

 

ნიკა მელიას საქმეში თავიდანვე დაშვებულ გამონაკლისებზე საუბრობს ნიკა სიმონიშვილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროკურატურა პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით გარკვეულ დათმობებზე მიდის. იურისტი განმარტავს, რომ კანონი ბრალდებას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას არ უკრძალავს, თუმცა პრაქტიკაში, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევები არ ხდება.

დღის გადაცემები